უბედურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უბედურება - საზოგადოების ფუნქციონირების სერიოზული დარღვევა, რომელიც ადამიანების დიდ მსხვერპლს და ფართომასშტაბიან მატერიალურ ან ეკოლოგიურ ზიანს იწვევს. ამასთან უბედურებით გამოწვეული ზიანი აღემატება საზოგადოების შესაძლებლობას, საკუთარი რესურსებით გაუმკლავდეს მას. განვითარების სისწრაფით უბედურება შეიძლება იყოს უეცარი და ნელი, წარმოშობის წყაროთი – ბუნებრივი და ანთროპოგენური.