მავთულის ღობურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მავთულის ღობურებიქვეითი ჯარის საწინააღმდეგო ღობურები ეკლიანი ან გლუვი მავთულისგან, მავთულხლართი. აწყობენ თავდაცვითი პოზიციების დასაფარავად, მათ შორის შუალედებში და ფლანგებზე. განასხვავებენ მუდმივ მავთულის ღობურებს, რომლებიც ადგილზე მზადდება (მავთულის ბადეები და მესრები, წნულები და სხვა), და გადასატანს, რომლებიც წინასწარ არის დამზადებული (ზღარბულები, მავთულის და ლენტის სპირალები, ნაკლებად შესამჩნევი მავთულის ღობურები). შესაძლებელია დაელექტროებული მავთულის ღობურების გამოყენებაც, რომლებსაც მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლიათ (დენის ძაბვა 750-1500ვ).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები