მარიამ კლეოპასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:20, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარიამ კლეოპასი - მენელსაცხებლე დედა. საეკლესიო გადმოცემით, მართალი იოსების, ყოვლადწმინდა ქალწულის დამწინდველის, ასული იყო პირველი ქორწინებიდან. ეგვიპტის ნაზარეთში დაბრუნებულმა იოსებმა მარიამი კლეოპაზე დააქორწინა, რის გამოც მარიამ კლეოპასი, ანუ კლეოპას მეუღლე ეწოდა. ღმრთივკურთხეული ნაყოფი ამ ქორწინებისა იყო სამოცდაათთაგანი წმინდა მოციქული, მღვდელმოწამე სვიმეონი, ხორციელი ნათესავი უფლისა და მეორე ეპისკოპოსი იერუსალიმის ეკლესიისა.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.