ლოგისტიკის მართვის პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 17 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლოგისტიკის მართვის პუნქტი – ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების და მსვლელობის დროს პუნქტი, საიდანაც ლოგისტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილების, ქვედანაყოფების და დაწესებულებების მართვა ხორციელდება. იქმნება სახმელეთო ჯარების და ზოგიერთი სხვა სახეობის შეიარაღებული ძალების გაერთიანებებში (შენაერთებში, ნაწილებში). ლოგისტიკის მართვის პუნქტი შეიძლება იყოს სტაციონარული და მოძრავი (საველე). მათ ხელმძღვანელობენ შესაბამისი შტაბების ლოგისტიკის უფროსები.