ობიექტების დაზიანება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 18 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ობიექტების დაზიანება - ობიექტებზე (მიზნებზე) დაზიანების სხვადასხვა საშუალებებით ზემოქმედება, რის შედეგადაც ისინი დანიშნულებისამებრ მოქმედების, საბრძოლო ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობას და ბრძოლისუნარიანობას მთლიანად ან ნაწილობრივ (დროებით) კარგავენ. ობიექტებისთვის (მიზნებისთვის) მიყენებული ზარალის მიხედვით დასაშვებია მათი განადგურება (ნგრევა), დაზიანება, დეზორგანიზაცია და ობიექტის ცოცხალი ძალის დაუძლურება.