ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:33, 21 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში - უპირატესად კრიზისული მართვის ან სამშვიდობო ხასიათის სამხედრო ოპერაცია, განხორციელებული ჩრდილოატლანტიკური კავშირის მიერ გაეროს ეგიდით, ან ეუთოს იურისდიქციით. გაერთიანებული მრავალეროვნული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალების გამოყენების კონცეფცია უფლებას აძლევს ნატოს და მასში არშემავალ პარტნიორ სახელმწიფოებს, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა ამ ოპერაციებში.