მართვის პუნქტის დაცვა და თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მართვის პუნქტის დაცვა და თავდაცვა – ხორციელდება საკომენდანტო სამსახურის (სამხედრო პოლიციის), დაცვის, მომსახურების და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებით.
ზოგიერთ შემთხვევაში – საბრძოლო ქვედანაყოფებითაც, რომელთაგან ამისათვის იქმნება ნაკრები ფორმირებები (რაზმები, გუნდები, ჯგუფები). მართვის პუნქტის განთავსების რაიონი მზადდება წრიული თავდაცვისთვის, მისკენ მიმავალ მისასვლელებზე და მარშრუტებზე საგუშაგოებს და სეკრეტებს აწყობენ. მნიშვნელოვან ობიექტებთან აყენებენ გუშაგებს.