პანისლამიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 22 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანისლამიზმი - რელიგიურ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ემყარება რწმენას მთელი მსოფლიოს მუსლიმანების ერთობის და ერთიან მუსლიმანურ სახელმწიფოდ შეკავშირების აუცილებლობის შესახებ. ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დამლევს. თავდაპირველად ჰქონდა ანტიკოლონიური მიმართულება. XX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა ისლამური სოლიდარობის მოძრაობის იდეური საფუძველი და ამავე დროს, არცთუ იშვიათად, ემსახურება ისლამური რევოლუციის ექსპორტის უკიდურესი ფორმების დასაბუთებას, ასევე საფუძვლად უდევს სეპარატისტული ძალების ბრძოლას კანონიერი სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები