ტანკების სიმჭიდროვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 23 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტანკების სიმჭიდროვე - ტანკების საშუალო რაოდენობა 1კმ ფრონტზე. განისაზღვრება ჯარების მოქმედებების მთელ ზოლზე და დარტყმების (მთავარი ძალისხმევის თავმოყრის) მიმართულებებზე. როგორც წესი, განიხილავენ ტანკების ტაქტიკურ და ოპერატიულ სიმჭიდროვეს. ტაქტიკურში ითვალისწინებენ I ეშელონის ნაწილების და შენაერთების ტანკებს, ხოლო ოპერატიულში - I, II ეშელონების და რეზერვის შენაერთების, გაერთიანებების ტანკებს.