იდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იდა – (ბერძნ.) ამ სახელწოდებით სამი რამ აღინიშნება ბერძნულ მითოსში.
1. მთა, რომელიც ტროას მახლობლად მდებარეობდა ფრიგიაში, სადაც ცხოვრობდნენ დაქტილოსები და სადაც პარისის ცნობილი სამსჯავრო გაიმართა, როდესაც მწყემსის წინაშე სამი ქალღმერთი წარსდგა.
2. მთა კუნძულ კრეტაზე, სადაც იზრდებოდა ზევსი. უზენაეს ღვთაებას აქ იდელი ზევსის სახელით სცემდნენ თაყვანს.
3. იდა ერქვა იმ ნიმფას, რომელმაც გამოკვება ზევსი.