პონტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 23 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პონტონი (ფრანგული pontoon - ბრტყელძირიანი ნავი),

1. მცურავი საშუალება სხვადასხვა ტვირთის წყალზე გაჩერების და ტრანსპორტირებისთვის. პონტონები წყალზე მოძრაობენ საკუთარი ძრავის, ბორტსმიღმა აგრეგატების მეშვეობით, ბუქსირით ან ნიჩბებით.

პონტონი კონსტრუქციის მიხედვით არის ღია ან დახურული (გემბანი). მზადდება სხვადასხვა მასალისგან;

2. ხისტი (ლითონის) ან რბილი (დარეზინებული ქსოვილისგან) მოცულობები, რომლებიც გამოიყენება ჩაძირული გემების ამოსაყვანად. პონტონის ტივტივი წყალზე ხორციელდება წყლიდან მისი ამომგდები ძალის საშუალებით, რომელიც მეტია თვით პონტონის წონაზე, ამდენად, იგი შეიძლება დამზადდეს წყალზე უფრო მსუბუქი მასალისაგან, ხისტი ან მოქნილი მასალისაგან, რომელშიც ჩატუმბულია ჰაერი. ხისტი მასალისგან დამზადებული პონტონები ასევე შეიძლება იყოს ღია ნავის ტიპის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები