მარშალი (მოხელე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარშალი
სამეფო კარის მოხელის ტიტული საფრანგეთში. პირველად შემოიღეს შუა საუკუნეებში მეფის საჯინიბოების მთავარი ზედამხედველისთვის. XII საუკუნიდან სამეფო კარის დიდგვაროვანი, რომელიც განაგებდა პირად მცველებს, საცხენოსნო დაცვას და საჯინიბოებს.