მიზანგანაწილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 29 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიზანგანაწილება - მიზნების განაწილება შენაერთებს (ნაწილებს, ქვედანაყოფებს), საცეცხლე საშუალებებს (კომპლექსებს), თვითმფრინავებსა და ხომალდებს შორის, რომლებიც მოზიდული არიან ამ მიზნების დაზიანებისთვის. ხორციელდება სარდლის (მეთაურის), შტაბის მიერ ამოცანების გადაჭრის ეფექტურობის გაანგარიშებით.
მიზანგანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს ზღუდეების, რაიონების (ზონების), სიმაღლეების მიხედვით.