მოდერსონ-ბეკერი პაულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაულა მოდერნსონ-ბეკერი. ავტოპორტრეტი ქარვის მძივით, 1906; ტილო, ზეთი, 61X50სმ. ბაზელის ხელოვნების მუზეუმი

პაულა მოდერსონ-ბეკერი - (Paula Modersohn-Becker, 1876-1907) გერმანელი მხატვარი, ადრეული ექსპრესიონიზმის წარმომდგენელი. ბერლინის ქალთა ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. 1898 წელს ის ჩრდილოეთ გერმანიაში, ვორფსვედეში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სოფლის გარემოში განმარტოვებულიყო. მოდერსონ-ბეკერი უკმაყოფილო დარჩა სოფლური ცხოვრებისადმი ვორფსვედელი მხატვრების ნატურალისტური მიდგომით და პოსტ-იმპრესიონისტული ფერწერის განვითარების უკანასკნელი შედეგების სანახავად, 1900 წლის შემდეგ, ოთხჯერ ესტუმრა პარიზს. ნათელია, რომ ის კარგად იცნობდა ქალის გამოსახულების "პრიმიტივიზაციის" ტენდენციებს, რომლებიც სხვა მხატვრების, მათ შორის, გოგენის შემოქმედებაში იყო გამოხატული. მაგრამ მისი "ავტოპორტრეტი ქარვის მძივით". სრულად უარყოფს ამ ტენდენციებს. მხატვრის მონუმენტური გამოსახულება ძალზე ბუნებრივად გამოიყურება მცენარეთა გარემოცვაში. მას ხელთ ყვავილები უპყრია და თმაც ყვავილებით აქვს შემკული. ქალი სურათის მიღმა, პირდაპირ ჩვენსკენ იყურება, მშვიდად გვიბრუნებს მზერას და ძალზე კომფორტულ, ადამიანურ კავშირს ამყარებს მაყურებელთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაზი ავტოპორტრეტი სხვა თანამედროვე მხატვართა სტილშია შესრულებული, ის დამოუკიდებელი იდეების მქონე, ძლიერ შემოქმედსა და გამჭრიახი ინტელექტის ქალს წარმოაჩენს.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები