ძლისპირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძლისპირი - არის გალობანის, ანუ კანონის ყოველი გალობის (ოდის) და სტიქარონის პირველი ტროპარი, რომელიც რიტმულ-მელოდიურ მოდელს წარმოადგენს გალობის ან სტიქარონის დანარჩენი ტროპარებისათვის. მაშასადამე, ძლისპირი პირველი ტროპარია იმ სერიიდან, რომელიც ახლავს კანონის ყოველ გალობას. შინაარსის მხრივ ძლისპირებში უმეტესად ძველი აღთქმის ის მოვლენები იხსენიება, რომლებიც ახალი აღთქმის მოვლენათა წინასახეებს წარმოადგენენ.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.