მეწინავე რაზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:00, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეწინავე რაზმი – გაძლიერებული სატანკო (ქვეითი, საზღვაო ქვეითი ჯარის) ქვედანაყოფი (ნაწილი), რომელიც ბრძოლის (ოპერაციის) დროს ამოცანების დამოუკიდებელი შესრულებისთვის გამოიყოფა; საბრძოლო წყობის ელემენტი.

მეწინავე რაზმის დანიშნულებაა:

  • შეტევაში – უზრუნველყოს მთავარი ძალების ორგანიზებული ჩაბმა ბრძოლაში;
  • სწრაფად შეაღწიოს მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში;
  • ხელში ჩაიგდოს მნიშვნელოვანი ზღუდეები და ობიექტები;
  • გამოედევნოს მოწინააღმდეგეს, შეუჩერებლივ გადალახოს წყლისმიერი დაბრკოლებები და შეასრულოს სხვა ამოცანები;
  • თავდაცვაში – იმოქმედოს უზრუნველყოფის ზოლში.

მეწინავე რაზმები შეიძლება წინ გაიგზავნოს მარშზე სავარაუდო ბრძოლაში ჩაბმის მოლოდინში (მეტადრე შემხვედრ ბრძოლაში). მეწინავე რაზმები საბრძოლო ამოცანების შესრულებისას ხშირად მთავარი ძალებისგან 15–20 კმ-ით დაწინაურდებიან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები