მობილიზაცია
მობილიზაცია – ომის მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების კომპლექსი, რომელთა მიზანია არსებული რესურსების, ძალების და საშუალებების აქტიურ მდგომარეობაში მოყვანა, თავის მოყრა. ეს პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეკონომიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების (საერთო მ.) ან მათი რაიმე ნაწილის (ნაწილობრივი მ.) სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანაში. შეიძლება განხორციელდეს ღია ან ფარული ხერხით. მ-ის გამოცხადება არის სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების კომპეტენცია. მ-ის გამოყენება დაიწყო მასობრივი არმიების შექმნის შემდეგ, რომლებიც კომპლექტდებოდა საყოველთაო სამხედრო ბეგარის საფუძველზე (XVIII–XIX საუკუნეები). მ-ის შინაარსში არსებითი ცვლილებები შეიტანეს XX საუკუნის დამდეგის ომებმა და განსაკუთრებით პირველმა მსოფლიო ომმა, რომელმაც მოითხოვა არმიაში ადამიანების უზარმაზარი რესურსების მოზიდვა და სახელმწიფოს ეკონომიკის დიდი დაძაბვა. II მსოფლიო ომმა კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ომისა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მ-ის მასშტაბი. მ-ის ძირითად შინაარსს შეადგენს შეიარაღებული ძალებისა და ეკონომიკის მ.
ე კ ო ნ ო მ ი კ ი ს მ. შეადგენს ქვეყნის საერთო მ-ის ძირითად ნაწილს იმ მიზნით, რომ გაიშალოს იარაღის, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების, ეკიპირების, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალური საშუალებების მასობრივი წარმოება. აღნიშნული სა- შუალებები ომის მსვლელობის დროს საჭიროა შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო საქმიანობისა და მოსახლეობის საჭიროებების ყოველმხრივი უზრუნველყოფისათვის. მოიცავს: სამრეწველო წარმოების გაშლას, კავ- შირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის ორგანოებისა და საშუალებების მუშაობის გარდაქმნას, ადამიანური რესურსების გადანაწილებას და სხვა.
შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს მის არსია ჯარებისა და ფლოტის ძალების გეგმაზომიერი გადაყვანა ომიანობის დროის ორგანიზაციასა და შემადგენლობაზე. ამას- თან, იზრდება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა რეზერვში მყოფი მოქალაქეების მ-ით გაწვევის ხარჯზე, ხორციელდება ჯარების მ., ახალი სამხედრო ფორმირებების გაშლა და საბრძოლო შერწყმა. შეიარაღებული ძალების მ-ის წარმატებით ჩატარების ფაქტორებია: მომზადებული ადამიანების რესურსის არსებობა, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საჭირო მარაგი,^მიწერილი შემადგენლობის და სამობილიზაციო სატრანსპორტო საშუალებების მოგვარებული სამხედრო აღრიცხვა, შეტყობინება და შეგროვება.