მოდიფიკაცია (სამხედრო ტექნიკის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოდიფიკაცია სამხედრო ტექნიკის (ფრანგული – modification) – ერთგვაროვანი სამხედრო ტექნიკის კონსტრუქციული ვარიანტების შექმნა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვადებიან ეფექტურობით, მიზნობრივი დანიშნულებით ან გამოყენების პირობებით. ხორციელდება საბაზო (საწყისი) ვარიანტის საფუძველზე ისეთი გათვლით, რომ უზრუნველყოს კონსტრუქციული მონაცვლეობა, უნიფიკაციის მაღალი დონე, ექსპლუატაციის და რემონტის ერთიანი სისტემა.