მოჰაჩის ბრძოლა 1526
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 5 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოჰაჩის ბრძოლა 1526 - გაიმართა 26 აგვისტოს ქ. მოჰაჩთან (უნგრეთი) ოსმალთა სულთან სულეიმან I კანუნის არმიასა (100 ათ. კაცი, 300 ქვემეხი) და უნგრეთის მეფის ლაიოშ II-ის ლაშქარს (25 ათ. კაცი, 80 ქვემეხი) შორის. დამთავრდა უნგრელთა დამარცხებით. ლაიოშ II უკან დახევის დროს დაიღუპა. მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ უნგრეთის სამეფოს დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა.