საზღვაო დესანტის მეწინავე რაზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:00, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საზღვაო დესანტის მეწინავე რაზმი – საზღვაო დესანტის ძალების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ნაპირზე გადასხმის პუნქტის ხელში ჩასაგდებად და I ეშელონის გადასხმის უზრუნველსაყოფად.
საზღვაო დესანტის მეწინავე რაზმის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შედის საზღვაო ქვეითი ჯარის გაძლიერებულ ბატალიონამდე. საზღვაო დესანტის მეწინავე რაზმის რაოდენობა განისაზღვრება გადასხმის პუნქტების რიცხვით.