საარმიო კორპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საარმიო კორპუსი - სახმელეთო ჯარების საერთო-საჯარისო გაერთიანება. სტაბილური ორგანიზაციული სტრუქტურა არ გააჩნია იშვიათი გამონაკლისის გარდა.
წარმოიშვა მასობრივი არმიების გაჩენის შემდეგ, I და II მსოფლიო ომების პერიოდში იყო ბევრი სახელმწიფოს არმიებში. თანამედროვე საარმიო კორპუსი მოიცავს 2-4 და მეტ დივიზიას (მათგან 1-2 სატანკოს), ჯარების გვარეობებისა და სპეციალური ჯარების საკორპუსო ნაწილებს, კორპუსის ლოგისტიკის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.