სასაზღვრო რაზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასაზღვრო რაზმი (ოპერატიულ-საბძროლო, ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამხედრო ნაწილი) – მთელი რიგი ქვეყნების სასაზღვრო ჯარების ძირითადი შენაერთი, განკუთვნილია სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთის დასაცავად. შედგება სასაზღვრო კომენდატურების, საგუშაგოების, საკონტროლოგამშვები პუნქტების, ოპერატიული ორგანოს, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, ტექნიკური და ლოგისტიკის ქვედანაყოფებისაგან; სასაზღვრო რაზმში შეიძლება შედიოდეს მოტოსამანევრო ჯგუფები, სადესანტო-მოიერიშე, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფები, ზოგჯერ მიაკუთვნებენ ვერტმფრენებს და სადარაჯო ხომალდებს (კატარღებს).