დაუყოვნებელი რეაგირების ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაუყოვნებელი რეაგირების ძალები - ძალები, რომელთა შერჩევა და გაშლა ნატოს ქვეყნების მიერ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ნაწილების საფუძველზე წარმოებს. შედგება: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებისგან.
დაუყოვნებელი რეაგირების სახმელეთო ძალებმა შეცვალეს ევროპაში მოკავშირე სარდლობის მობილური სახმელეთო ძალები. დაუყოვნებელი რეაგირების სამხედრო-საჰაერო ძალების შერჩევა და გაშლა ხდება არსებული ესკადრილიების საფუძველზე, რომლებსაც ნატოს ქვეყნები გამოყოფენ და მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
დაუყოვნებელი რეაგირების საზღვაო ძალები შედგებიან:
- ატლანტიკაზე სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ოპერატიული შენაერთისგან.
- ხმელთაშუა ზღვაზე ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ძალებისგან;
- ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ძალებისგან. (სწრაფი რეაგირების ძალები).