სტრატეგიული ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრატეგიული ძალები - სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით სტრატეგიული ამოცანების უშუალო გადაწყვეტისათვის.
სტრატეგიული ძალები არის:
- 1. სტრატეგიულ-შეტევითი მას განეკუთვნება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების და სტრატეგიული ავიაციის ნაწილები, შენაერთები და გაერთიანებები.
- 2. სტრატეგიული თავდაცვითი ძალები (საჰაერო-კოსმოსური თავდაცვა). მასში შედის ბირთვულ-სარაკეტო
დარტყმის შესახებ გაფრთხილების სისტემები, კოსმოსსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები და საშუალებები.