სტრატეგიული გაერთიანება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:13, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრატეგიული გაერთიანება - შეიარაღებული ძალების დაჯგუფება (კოალიციური შემადგენლობისას გაერთიანებული შეიარაღებული ძალები) საომარი მოქმედებების თეატრში, რომელიც განკუთვნილია სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე დაჯგუფებას: არმიას, საარმიო კორპუსს, აგრეთვე გაერთიანებისადმი ოპერატიულად დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალების გვარეობებისა და სპეციალური ჯარების შენაერთებსა და ნაწილებს.