თავშესაფრის უფლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 8 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავშესაფრის უფლება - სახელმწიფოს უფლება დართოს ნება უცხოელ მოქალაქეებს, თავის ტერიტორიაზე შესვლისა და ცხოვრების, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან პოლიტიკური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი, რელიგიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის გამო.
თავშესაფრის უფლება არ ვრცელდება ომის დამნაშავეებსა და იმ პირებზე, რომელთაც ბრალი ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.
დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. არ შეიძლება თავშესაფრის მიცემა იმ უცხოელებისათვის, რომელთა შეხედულებები და საქმიანობა ეწინააღმდეგება გაეროს ამოცანებსა და პრინციპებს და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.