ანგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 8 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანგარი (ფრანგული hangar) – ნაგებობა, სადგომი (ავიამატარებელ ხომალდზე) თვითმფრინავების, ვერტმფრენების შენახვის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის.
არსებობს:
- ანგარი – საცავი, საფრენი აპარატების შენახვის და ტექნიკური მომსახურებისთვის;
- ანგარი – საფარი, ჩვეულებრივი და ბირთვული იარაღისგან დასაცავად;
- ანგარი – სარემონტო სახელოსნო სამუშაოების ჩასატარებლად.
ანგარი შეიძლება იყოს სტაციონარული, ასაწყობი, პნევმოკარკასული და დროებითი (როგორც წესი, ხისგან დამზადებული).