ბრიზანტულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიზანტულობა - (ფრანგული brizant - დამსხვრევა), ფეთქებადი ნივთიერებების უნარი აფეთქების დროს გამოიწვიოს მიმდებარე გარემოს ნგრევა აფეთქების პროდუქტების მკვეთრი დარტყმის შედეგად. ვლინდება ცილინდრული მუხტის 2-2,5 რადიუსის მანძილზე. იზრდება ასაფეთქებელი ნივთიერების სიმკვრივის და დეტონაციის სიჩქარის ზრდასთან ერთად.