არაბთა დაპყრობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბთა დაპყრობები – არაბთა ლაშქრობები VII-IX საუკუნეებში, რომლის პროცესში ჩამოყალიბდა თეოკრატიული სახელმწიფო – არაბთა სახალიფო.

მაქსიმალური ძლიერების ხანაში (VII საუკუნის დასასრული – VIII საუკუნის შუა წლები) იგი მოიცავდა ტერიტორიებს ატლანტის ოკეანიდან ინდოეთამდე და შუა აზიიდან ცენტრალურ აფრიკამდე. არაბთა წარმატებები განაპირობა მათი სამხედრო ორგანიზაციის თავისებურებებმა და ცხენოსანი ჯარის მასობრივმა გამოყენებამ, რაც უზრუნველყოფდა თავდასხმის მოულოდნელობასა და მანევრულ მოქმედებებს. გარდა ამისა, არაბთა მიერ დაპყრობილი ქვეყნები დასუსტებული იყვნენ შიდა წინააღმდეგობებითა და ხანგრძლივი ომებით.

ფეოდალური ურთიერთობების განვითარებისა და დაპყრობილი ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად არაბთა სახალიფოს X საუკუნისათვის ჩამოშორდა ტერიტორიების დიდი ნაწილი, ხოლო XIII საუკუნეში მისი ნარჩენები მონღოლებმა გაანადგურეს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები