საზენიტო არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 11 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საზენიტო არტილერია – არტილერია, რომლის დანიშნულებაა საჰაერო მიზნების განადგურება. თანამედროვე არმიებში საზენიტო არტილერია, როგორც წესი, შედის საჯარისო საჰაერო თავდაცვაში და გამოიყენება საზენიტო სარაკეტო კომპლექსთან ერთად, რაც ჩქაროსნულ დაბლამფრინავ მიზნებთან მაქსიმალურად ეფექტური ბრძოლის გარანტიაა.
საზენიტო არტილერიის შეიარაღებაში არის ბუქსირებადი, თვითმავალი და სტაციონარული საზენიტო ქვემეხები მცირე (20–60მმ), საშუალო (60–100მმ) და მსხვილი (100მმ-ზე ზევით) კალიბრის. საზენიტო არტილერიამ ფართო გამოყენება პოვა სამხედრო-საზღვაო ძალებში. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სახმელეთო (წყალზედა) მიზნების მიმართ.