თერმოპილეს ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თერმოპილეს ბრძოლა - ბერძნებსა და სპარესელებს შორის ძვ.წ. 480 წელს (ბერძენ-სპარსელთა ომების დროს) გამართული ბრძოლა თერმოპილესთან, მთის ვიწრო გასასვლელში, თესალიისა და შუა საბერძნეთის საზღვარზე.
ბერძნების 5 ათ-ანმა ლაშქარმა სპარტელი მეფის ლეონიდის მეთაურობით სცადა სპარსეთის მეფის ქსერქსეს მრავალრიცხოვანი არმიის შეჩერება. მაგრამ როდესაც სპარსელებმა შემოვლითი გზის არსებობა შეიტყვეს, რომლითაც შეიძლებოდა ბერძენთა პოზიციისათვის გვერდის აქცევა, ლეონიდმა მოკავშირეები ათენისაკენ გაგზავნა, თვითონ კი 300 სპარტელი მეომრით თერმოპილეს დასაცავად დარჩა. უთანასწორო ბრძოლაში ყველა სპარტელი დაიღუპა.