აუნაზღაურებელი ზარალი (ბირთვულ ომში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აუნაზღაურებელი ზარალი (ბირთვულ ომში) – მოწინააღმდეგის მიერ საპასუხო ბირთვული დარტყმის შედეგად სახელმწიფოს სავარაუდო დანაკარგების ისეთი სიდიდე, რომელიც არამიზანშეწონილს ხდის მის წინააღმდეგ ომის გაჩაღებას.
აუნაზღაურებელი ზარალის დონის გათვლისას, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებენ დაზიანებისთვის ყველაზე მეტად მოწყვლად ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის ობიექტებს, სახელმწიფო და უმაღლესი სამხედრო მართვის სისტემებს. მათი განადგურება საბოლოო ჯამში სტრატეგიული მასშტაბის სამხედრო მოქმედებების წარმოებას და სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარის დაკარგვას იწვევს.