მწყობრი (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 12 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწყობრისამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფების, ნაწილების, ხომალდების, თვითმფრინავების წესდებით განსაზღვრული განლაგება ერთდროული გადაადგილებისა და მოქმედებებისთვის.

მწყობრს აქვს ფლანგი (მარჯვენა და მარცხენა დაბოლოება), ფრონტის მხარე (რომლისკენაც სამხედრო მოსამსახურეები მიმართული არიან სახით, ხოლო მანქანები – შუბლა ნაწილით), ზურგის მხარე (ფრონტის საწინააღმდეგო მხარე), სიგანე (მანძილი ფლანგებს შორის), სიღრმე (მანძილი სამხედრო მოსამსახურებსა და მანქანების პირველი მწკრივიდან ბოლო მწკრივამდე).

განასხვავებენ გაშლილ და სალაშქრო მწყობრს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები