ნაღმური დაბრკოლებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღმური დაბრკოლებები - მოწინააღმდეგის ხომალდების გასანადგურებლად, მათი მიმოსვლის დასაბრკოლებლად ზღვებზე, ტბებსა და მდინარეებზე ნაღმებისაგან მოწყობილი დაბრკოლებები. ტაქტიკური მოთხოვნების შესაბამისად, ნაღმებს განალაგებენ 1, 2 ან 3 მწკრივად, კლაკნილად, ნაღმების მეჩეჩისა და ფარდის სახით (ანტენები, რომლებიც ფეთქდება გამტართან - შვეულ ანტენასთან ხომალდის შეხებისას). თავდაცვითი (საკუთარ წყლებში) და აქტიური (მოწინააღმდეგის წყლებში).
ნაღმური დაბრკოლებები ეწყობა წყალზედა და წყალქვეშა სანაღმე გადამღობებით, კრეისერებით, საესკადრო ნაღმოსნებით, მტრალავებითა და სხვა ხომალდებით, აგრეთვე - თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით.