რეკონკისტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეკონკისტა (ესპ. reconquista < reconquistar – ომით, ბრძოლით დაბრუნება) – პირენეს ნახევარკუნძულის ხალხის ბრძოლა VIII–XV საუკუნეებში არაბთა და ბერბერთა (საერთო სახელწოდება „მავრები“) ბატონობისგან გასათავისუფლებლად.
რეკონკისტა დაიწყო 718 წელს კოვადონგასთან ბრძოლით და დასრულდა 1492 წელს ესპანელთა მიერ პირენეს ნახევარკუნძულზე მავრების უკანასკნელი სამფლობელოს – გრანადის საამიროს დაპყრობით.