აქტიური საჰაერო თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აქტიური საჰაერო თავდაცვა - პირდაპირი თავდაცვითი ქმედება, მიმართული მოწინააღმდეგის საჰაერო ქმედებების ეფექტურობის ანულირებისკენ ან შემცირებისკენ. გულისხმობს საჰაერო თავდაცვის მიზნით საჰაერო საფრენი აპარატების, საჰაერო თავდაცვის საიარაღო სისტემების, ელექტრონული ბრძოლის საშუალებების და იმ იარაღის გამოყენებას, რომელიც საჰაერო თვადაცვისთვის არ არის განკუთვნილი.