ამბრაზურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:26, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამბრაზურა (ფრანგული embrasure – სათოფური), თავდაცვით ნაგებობებსა და ჯავშნიან კოშკებში დატანებული სარკმელი ქვემეხით, ნაღმსატყორცნით და ტყვიამფრქვევით ცეცხლის დასაშენად. ამბრაზურის ფორმა და ზომა დამოკიდებულია იარაღის სახეობაზე, სროლის სექტორზე და სხვა.