სტაციონარული არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტაციონარული არტილერია - საარტილერიო ქვემეხები, რომლებიც რომელიმე ნაგებობაში უძრავ საფუძველზეა დაყენებული.
სტაციონარული არტილერიას განეკუთვნებოდა ციხე-სიმაგრის არტილერიის ქვემეხები, განლაგებული დახურული ტიპის ნაგებობებში (ჯავშნიან თალფაქში, კოშკში, კაზემატებში და სხვა), ასევე საკაზემატო არტილერია, რომელსაც შეეძლო შეზღუდულ სექტორში პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის გახსნა.
თანამედროვე სტაციონარული არტილერია შეიარაღებაზეა გამაგრებული რაიონებსა და სანაპირო არტილერიაში, გამაგრებულია საფრებში ან ღიად.