ნადირ-შაჰი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნადირ-შაჰ ავშარი - (1688-1747), ირანის შაჰი 1736-47 წლებში. ტახტს დაეუფლა მას შემდეგ, რაც ირანიდან გააძევა ავღანელთა და ოსმალთა ჯარები.
1737-38 წლებში ნადირ-შაჰმა დალაშქრა ინდოეთი, გაძარცვა ქ. დელი. დაპყრობითი ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა შევიდა ავღანეთი, ბუხარა, ხივა, აღმოსავლეთ ამიერკავკასია და სხვა ტერიტორიები.
1735 წელს მძიმედ დახარკა ქართლი. 1742 წელს დაღესტანში შეიჭრა დიდი ჯარით, მაგრამ დამარცხდა. ნადირ-შაჰი მოკლეს შეთქმულებმა ხორასანში.