მარადიული ცეცხლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარადიული ცეცხლი – დაღუპული გმირების და მათი გმირობის ხსოვნის სიმბოლო. საგანგებო ქურით ორგანიზებული მუდმივი ცეცხლი მონუმენტებთან, მემორიალურ კომპლექსებთან, სასაფლაოებთან, საფლავებთან.
პირველად მარადიული ცეცხლი აანთეს პარიზში 1920 წელს, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. მარადიული ცეცხლი ანთია ბევრ ქვეყანასა და ქალაქში. ასევე – მნიშვნელოვანი მოვლენების ადგილებში.