კალაშნიკოვი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:40, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კალაშნიკოვი მიხეილ ტიმოთეს ძე - (1919-2013) ცნობილი კონსტრუქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პოლკოვნიკი (1969), ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1958, 1976). მისი შექმნილია АН და АКМ ავტომატები, ავტომატური ტყვიამფრქვევები АК, РПК, ПК, ПКТ და სხვა. ლენინური (1964) და სახელმწიფო (1949) პრემიების ლაურეატი. მის მიერ შექმნილი იარაღი არის უნიკალური კონსტრუქციის ნებისმიერ პირობებში (წყალქვეშ, უდაბნოში, ყინვაში და სხვა).