რადიოაქტიური ნივთიერებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რადიოაქტიური ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც ბუნებრივ ან ხელოვნურ რადიოაქტიურ იზოტოპებს შეიცავენ. დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების და ბირთვული რეაქტორების მუშაობის დროს. რადიოაქტიური ნივთიერებები გარემოში რადიოაქტიური ნალექის სახით მოხვედრისას იწვევენ ადგილმდებარეობის (აკვატორიის) და ატმოსფეროს რადიოაქტიურ დასნებოვნებას, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.