დამქირავებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დამქირავებლობა - შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ხერხი, სამხედრო სამსახურში პირების დაქირავებით მოზიდვა.
გამოიყენება უძველესი დროიდან, ყველაზე მეტად გავრცელდა XV-XVII საუკუნეებში გერმანიაში, ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. თანამედროვე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით გაწვევა ფაქტობრივად არის დამქირავებლობა.