ეპამინონდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:56, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპამინონდა - (Epameinondas,დაახლოებით ძვ.წ. 418-362), ძველი საბერძნეთის პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. სათავეში ედგა დემოკრატიულ დაჯგუფებას თებეში. 379 წლიდან თებესა და ბეოტიის კავშირის ერთ-ერთი ლიდერი.
ბეოტიის ომის (378-362) დროს არაერთხელ დაინიშნა მთავარსარდლად. 371 წელს დაამარცხა სპარტელები ლევქტრასთან, სადაც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოიყენა ფრონტზე ჯარების არათანაბრად განაწილების პრინციპი გადამწყვეტ უბანზე მთავარი ძალებით დარტყმის მიზნით. შემდეგ რამდენიმეჯერ დალაშქრა პელოპონესი. უკანასკნელი ლაშქრობის დროს წარმატებას მიაღწია მანტინეასთან (362), მაგრამ ბრძოლაში დაიჭრა და მალე გარდაიცვალა.
