მართვადი ჭურვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მართვადი ჭურვი – საარტილერიო ჭურვი (ნაღმი), აღჭურვილი მართვის აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს მის მიზანში დამიზნებას.
მართვადი ჭურვებს განასხვავებენ: თვითდამიზნებადი ქობანით, სატელევიზიო დამიზნების სისტემით, რადიოდამიზნებადს, ოპტიკა – ელექტრონულ დამიზნებადს და სხვა. მართვისთვის გამოიყენება აეროდინამიკური საჭეები ან იმპულსური კორექტირებადი რეაქტიული ძრავები. პირველი მართვადი ჭურვი იყო ამერიკული 155მმ ჭურვი „კოპერჰედი“ (1982) ნახევრადაქტიური ლაზერული თვითდამიზნებით და აეროდინამიკური ძრავებით.