ჰიდრომეტეოროლოგიური საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 22 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდრომეტეოროლოგიური საშუალებები - საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დედამიწის ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს პარამეტრების გასაზომად. ეს აუცილებელია მათში მიმდინარე ფიზიკური პროცესების და მოვლენების ანალიზის და შეფასებისათვის.
სამხედრო საქმეში გამოიყენება ჯარების (ძალების) მოქმედების ჰიდრომეტეოროლოგიური (მეტეოროლოგიური) უზრუნველყოფისთვის.
ჰიდრომეტეოროლოგიური საშუალებები არის: მეტეოროლოგიური, აეროლოგიური და ჰიდროლოგიური. ისინი გამოიყენება ატმოსფეროს პარამეტრების განსაზღვრისათვის ხმელეთისპირა (წყლისპირა) ფენებში, თავისუფალ ატმოსფეროში რამდენიმე დონეზე და წყლის მასების კვლევისათვის სხვდასხვა სიღრმეზე.