ესებონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 26 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესებონი - (დაახლ. ძვ.წ. XIII-XII სს.) – ისრაელის მსაჯული. ბიბლიის მიხედვით ესებონს 30 ვაჟი და 30 ქალიშვილი ჰყავდა. ისრაელის მსაჯული ის შვიდი წლის განმავლობაში იყო. რომელი ტომიდან იყო ესებონი ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ წერია ქალაქი, საიდანაც იყო წარმოშობით. ეს ქალაქი ბეთლემია. სიკვდილის შემდეგ ის სწორედ იქ დაკრძალეს.