ბერნარი ჟან-ჟაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 24 აგვისტო 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბერნარი ჟან-ჟაკ - (ფრ. BERNARD JEAN-JACQUES. 1888 - 1972). XX საუკუნის ფრანგი დრამატურგი.
ჟან-ჟაკ ბერნარი დაიბადა 1888 წელს. იგი მოღვაწეობდა, როგორც დრამატურგი და ითვლებოდა ეგრეთწოდებული სიჩუმის თეატრის ლიდერად, თუმც ამჯობინებდა ამ ფორმისათვის ეწოდებინა უსახური თეატრები. დრამატურგის შემოქმედებით წყაროს წარმოადგენდა ფროიდის იდეები. მაყურებელზე ზემოქმედების მისაღწევად იგი იმდენად პიესის ტექსტს არ ეყრდნობოდა, რამდენადაც ნაგულისხმევ ქვეტექსტს, რომელსაც შემოვლით, ირიბად გამოხატავდნენ პერსონაჟები. მისი ძირითადი პიესებია: „ცეცხლი“ (1921) და „მარტინა“ (1922).
ჟან-ჟაკ ბერნარი გარდაიცვალა 1972 წელს.
წყარო
- XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;