ჰეროდე ფილიპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 3 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰეროდე ფილიპე - ჰეროდე დიდისა და მღვდელ სიმონის შვილის - მარიამის შვილი. სწორედ მისი მეუღლე იყო ჰეროდიადა, რომლისგანაც ჰყავდა ქალიშვილი სალომეა.
ცნობილია მეორე ჰეროდე ფილიპეც. იგი იყო ჰეროდე დიდისა და იერუსალიმელი კლეოპატრას შვილი. მისი მმართველობა გამოირჩეოდა სამართლიანობით. იგი სდევნიდა ქრისტიანებს, მაგრამ როცა იერუსალიმში პავლეს თვითდასაცავი სიტყვა მოისმინა, უთხრა მას: „ცოტაც და გარწმუნებ, გავხდე ქრისტიანი“.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.