რეცინ II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:19, 3 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეცინ II - (ძვ.წ. 740–732) – არამელთა მეფე. რეცინმა და ისრაელის მეფე ფეკახმა ასურეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს, რომელშიც სურდათ იუდეის სამეფოს ჩართვაც, თუმცა უარი მიიღეს, რის პასუხადაც რეცინმა შეუტია იუდეის მეფე ახაზს და მრავალი ქალაქი ააოხრა, ხოლო მოსახლეობის ნაწილი გადაასახლა. ახაზმა დასახმარებლად ასურელებს უხმო, რომლებიც თავს დაესხენ რეცინს და მოკლეს, ხოლო მისი სამეფო დაიპყრეს და პროვინციად აქციეს.